logo
ENG



ვოლსკი "თელასის" შესაძლო გაყიდვაზე:ჭორბიუროს დონეზე ჩამოყალიბებული თემები

17 ოქტ 201912:10
3 წუთის საკითხავი
 
3zq2p7smd9pwija.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „თელასის“ შესაძლო გაყიდვაზე ინფორმაციას "ჭორბიუროს დონეზე ჩამოყალიბებულს" უწოდებს და აცხადებს, რომ პოლიტიკოსის მხრიდან ამაზე კომენტარის გაკეთება უხერხულია.

საქმე ეხება, „ფორმულას“ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „თელასის“ შესყიდვით, გავლენიანი ბიზნესმენები ხვიჩა მაქაცარია და ვანო ჩხარტიშვილი არიან დაინტერესებული.

„ეს თემები ჩამოყალიბებული ჭორბიურიოს დონეზე, უხერხულია სიღრმისეულად იქნეს განხილული პოლიტიკოსის მიერ. თუკი არსებობს რაიმე გადახვევა არსებული წესებიდან, ამისთვის გვყავს შესაბამისი სტრუქტურები და არსებობს დასაბუთების აუცილებლობაც. არ შეიძლება გააკეთო რაღაც ბრალდება და მერე ბრალდებულმა მხარემ ტალახი იწმინდოს მუდმივად. დასაბუთებული განცხადებაა გასაკეთებელი,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია „ფორმულას“ კითხვებს არ პასუხობს, თუმცა არც უარყოფს, რომ თელასის წილის შესყიდვით არის დაინტერესებული.

„ფორმულას“ ინფორმაციით, ის მოლაპარაკებებს ერთდროულად ქართულ და რუსულ მხარეებთან აწარმოებს. რამდენიმე დღის წინ მაქაცარია ბაქოში იმყოფებოდა, სადაც ამ თემაზე შეხვედრები გამართა.

ინფორმაციას "თელასის" ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე ჯერ არც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში ფლობენ.

"თელასის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი ჩიქოვანი „ფორმულასთან“ ამბობს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 25% არ იყიდება, თუმცა ჩიქოვანი არ გამორიცხავს, რომ "თელასის" შესყიდვით ხვიჩა მაქაცარია იყოს დაინტერესებული.


 

 

 


close დახურვა